ინგლისმა 1961 წლის შემდეგ იტალიაში პირველად მოიგო

24 მარტი 2023, 19:40 504 ნახვა

რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებმა ტიტულის დაცვა "მარადონაზე" მარცხით დაიწყო - ევრო 2024-ის პირველ შესარჩევ მატჩში გარეთ საუთგეიტის ინგლისთან 1:2 დამარცხდა. ამ მატჩით ბევრი რეკორდი დამყარდა: ინგლისმა იტალიას სტუმრად 1961 წლის შემდეგ პირველად მოუგო და უშუალო შეხვედრებში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. იტალიამ ბოლოს ევროს საკვალიფიკაციო შინ გასულ საუკუნეში დათმო და ახლა ეს 24-წლიანი პაუზის მერე გამეორდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე იტალიამ 14-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ინგლისელთა ფორვარდი ჰარი კეინი 54 გოლით ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი