საფინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე  23 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს

22 მარტი 2023, 14:09 504 ნახვა

დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით ოფიციალურად გაიხსნა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 23 მონაწილე სპორტული წყვილიდან 20-მა წყვილმა მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება.

თავისუფალი პროგრამის წინ ჩვენი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა 60.98 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან. ხვალ , 23 მარტს, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ მე-2 ჯგუფში, მე-7 ნომრად. მათი გამოსვლა  საქართველოს დროით 07:15 საათზე დაიწყება.

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები იაპონიის მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 სპორტსმენით წარსდგა. საფინა-ბერულავას გარდა, კაცებში მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე იასპარეზებენ, ქალებში - ანასტასია გუბანოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში