ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია. ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ გამყრელიძემ.
ლუკა ღვინჯილია, გოგა ოთინაშვილი და დავით ფაცინაშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.