ბათუმელი მოციგურავეების წარმატება

19 მარტი 2023, 10:21 527 ნახვა

ბათუმელმა მოციგურავეებმა წარმატებით იასპარეზეს არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში საერთაშორისო ტურნირზე.

Basic Novice-ს კატეგორიაში ასპარეზობდა ნიკოლ ფადეევა, რომელმაც 17 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ქეთევან მახარაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში