გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება 

17 მარტი 2023, 10:01 461 ნახვა

UFC-ს ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება და 10 ივნისს იჩხუბებს.  ბრძოლა კანადაში ჩატარდება და გურამის მეტოქეც კანადელი ჯონ მაკდესი იქნება, რომელსაც UFC-ში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული,  11 მოგება და 8 მარცხი.

მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტსაც მალე გააფორმებენ. გურამმა UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში მატეუშ გამროტი დაამარცხა, რის შემდეგაც დამირ ისმაგულოვთან წააგო.

ქართველის მომდევნო ბრძოლა ბრაზილიელ ტიაგო მოისესთან იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთათელაძე ამ ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჩაეხსნა. გურამის რეკორდი MMA-ში 12 მოგება და 3 მარცხია.

ქუთათელაძე ოქტაგონზე ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ისმაგულოვთან მარცხამდე, გურამს ზედიზედ 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში