გერმანიამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამო ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გააუქმა

17 მარტი 2023, 10:20 382 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი რეკომენდაციების შემდეგ, რუს და ბელარუს სპორტსმენებს სპორტის ზოგიერთ სახეობაში საერთაშორისო ასპარეზზე აბრუნებენ, თუმცა, ყველა სახის სიმბოლიკის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი ფედერაცია ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციაა.  

ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც.  რუსების დაბრუნებას ევროპაში სხვა მექანიზმებით ებრძვიან.

მაისის დასაწყისში გერმანიაში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიოს თასის ეტაპი რაპირისტ ქალთა შორის, თუმცა გერმანიის ფარიკაობის ფედერაციამ უარი განაცხადა ტურნირის მასპინძლობაზე და ის უბრალოდ, გააუქმა. მიზეზი ისაა, რომ ტურნირში რუს მოფარიკავე ქალებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში