ხვიჩა კვარაცხელიამ გუტისგან საჩუქარი მიიღო

15 მარტი 2023, 14:20 428 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ერთ-ერთი კუმირის, მადრიდის „რეალის“ ვეტერანი ნახევარმცველის გუტის მაისური გადასცეს.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხვიჩას საჩუქართან ერთად წერილიც გაუგზავნა, სადაც ხვიჩას მადლობას უხდის თავისი ფეხბურთის შეყვარებისთვის და ასევე წერილში წერს, რომ თვითონ ხვიჩას ფეხბურთს ბევრი ბავშვი შეიყვარებს.

იმედი მაქვს, რომ მაისური მოგეწონება და შენი ოცნებები ახდება. მადრიდში გელოდები.

იმედი მაქვს, მალე გნახავ. აცხადებს რეალის ყოფილი ფეხბურთელი. ხვიჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა და საჩუქარს თავადაც დაპირდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში