დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს 

15 მარტი 2023, 10:04 516 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი მედლები გათამაშდა და კვარცხლბეკზე ქართველი ფალავნებიც ავიდნენ. ვერცხლის მედლები  გიორგი შოთაძემ და გიორგი ცოფურაშვილმა მოიპოვეს.  

შოთაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ფინელ ტინო ტაპიო ოიალას გაეჯიბრა და 4:5 წააგო, ხოლო ცოფურაშვილი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან 1:4 დამარცხდა.

ფინალშია გასული და ოქროსთვის იჭიდავებს დიეგო ჩხიკვაძე, რომლის მეტოქეც თურქი მუსტაფა ილდირიმი იქნება. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ დიმიტრი ხაჩიძე, გიორგი ჩხიკვაძე და საბა მამალაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი