„ატალანტასთან“ კვარაცხელიას გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს

15 მარტი 2023, 11:26 589 ნახვა

სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 26-ე ტურში „ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ აღიარეს. „კვარადონა მთელი სილამაზით, – ტოპ 5 გოლი სერია A-ს 26-ე ტურში“, – ასეთი მოკლე და ლაკონური იყო სერია A-ს ოფიციალური არხის შეფასება.

26-ე ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული ასეთია: 1. ხვიჩა კვარაცხელია 2. პაულო დიბალა 3. სიმონე ვერდი 4. ჯორჯინიო ვეინალდუმი 5. გლეისონ ბრემერი.

აქვე შეგახსენებთ, რომ  ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ დღეს „აინტრახტს“ უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ნეაპოლელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი