დღეს საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს თასზე „ქუთაისს“ დაუპირისპირდება

15 მარტი 2023, 10:30 451 ნახვა

საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „ქუთაისს“ უმასპინძლებს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა პირველ მატჩში სტუმრად „ქუთაისი“ დაძაბულ ბრძოლაში - 98:96 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში „ბათუმს“ფრეც ჰყოფნის, მთავარია გუნდი ორ ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხდეს და ამ შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს.

„ბათუმი“ საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას აპირებს. მატჩი ბათუმის სპორტის სასახლის საკალათბურთო დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში