დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის პირველი ნომერია

14 მარტი 2023, 13:05 706 ნახვა

UFC-მ ბოლო საბრძოლო ღონისძიების შემდეგ რეიტინგები განაახლა. სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი 2 პოზიციით დაწინაურდა. 32 წლის ქართველი ამ დროისთვის სუპერმსუბუქ წონის პირველი ნომერია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი რამდენიმე დღის წინ დამაჯერებლად დაამარცხა. მერაბმა UFC-ში 11 ბრძოლა გამართა, სადაც ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში