ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 

14 მარტი 2023, 10:09 493 ნახვა

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირზე ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში – 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში გამოვლინდნენ.

დღეს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის ორი ქართველი – გიორგი შოთაძე და გიორგი ცოფურაშვილი იჭიდავებენ. შოთაძემ ფინალის საგზურისთვის თურქ ისმაილ ჩულფას 6:3  სძლია, ცოფურაშვილმა კი ნახევარფინალში სომეხი ალბერტ ვარდანიანი 6:0 დაამარცხა.

ხვიჩა ანანიძე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში