სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ „ლელო“ დაამარცხა

13 მარტი 2023, 10:30 562 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის  მე-16 ტურში  „ლელო სარასენსს“ უმასპინძლა და 32:19 დაამარცხა. ირაკლი ნინიძის გუნდმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი ბექა მამრიკიშვილმა, ლაშა ხმალაძემ, ზურა ძნელაძემ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს.

რეზი ჯინჭველაშვილმა კი ორ ზუსტ გარდასახვასთან ერთად ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ერთი გარდასახვა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.

ზღვისპირელები ამ დროისთვის დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 25 მარტს სტუმრად რუსთავის "ხარების" წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი