გიორგი შერმადინის ტენერიფემ საკუთარ არენაზე ხუვენტუდ ბადალონას უმასპინძლა და მეტოქეს 17 ქულით მოუგო - 85:68. გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეხვედრის დაწყების წინ, შერმადინს იანვრის თვის საუკეთესოს კალათბურთელის ტიტული გადასცეს, რითიც ის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო შედეგის მფლობელი გახდა.