ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური აიონას უნივერსიტეტის გუნდში „მეტრო ატლანტიკ ატლეტიკ“ კონფერენციის ჩემპიონია. რეგულარულის შემდეგ პლეი ოფი ჩატარდა, რომელშიც რვა საუკეთესო გუნდმა მიიღო მონაწილეობა და აიონას უნივერსიტეტმა მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის მოგებით კონფერენციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
თხმეზურმა უდიდესი წილი შეიტანა იმაში, რომ აიონა ფინალში გავიდა.
ქართველმა უკანახაზელმა სეინტ მერის უნივერსიტეტთან ჯამში 20 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე დრამატულ ბრძოლაში – 67:66 დაამარცხა. ფინალში მეტოქე მანჰეტენი 13 ქულის სხვაობით – 73:60 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.