საქართველოს მოცურავეთა ეროვნული და კადეტთა ნაკრებები შეკრებას ბათუმში გადიან

10 მარტი 2023, 11:02 1031 ნახვა

საქართველოს ეროვნული და კადეტთა ნაკრები ცურვაში საწვრთნელ შეკრებას ბათუმში გადის. სპორტსმენებს წინ  მნიშვნელოვანი ტურნირები ელოდებათ. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დიდებში, ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო უნივერსიადა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც ქართველი კადეტები უძლიერესი შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას.

მწვრთნელებისა და თავად მოცურავეების თქმით, ნაკრების წევრები ამჟამად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, ოპტიმალურ ფორმაში არიან და ყველა ტურნირზე მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში