ზაგრებსა და პოდგორიცაში წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშება დაიწყო. ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, 12 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა.
დეიან სტანოიევიჩის გუნდმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით 12:13 დამარცხდა.
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.