საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის დღეს ბელგიას დაუპირისპირდება

07 მარტი 2023, 10:16 528 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ბელგიაში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს დღეს დაუპირისპირდება. 

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს და ჯგუფიდან პირდაპირ გასასვლელად ფრეც ჰყოფნის.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი