თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ტორტონა 91:90 დაამარცხა. შენგელიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის გმირი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 25 წუთში 32 ქულა მოაგროვა.ბედი კი ბოლო წამებზე გადაწყდა და მთავარი მოქმედი პირი სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ანგარიში 90:90 იყო როდესაც თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 საჯარიმოს გამოყენება შეძლო და საბოლოოდ თავის გუნდს გამარჯვებაც მოუპოვა. ვირტუს ბოლონიამ 20 ტურში 16 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილს მილანთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 12 მარტს სტუმრად ვენეციასთან ელის.