„ნაპოლის“ პირველი საშინაო მარცხი

04 მარტი 2023, 10:28 505 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართეს და სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადეს – ლუჩანო სპალეტის გუნდს „ლაციომ“ 1:0 მოუგო.  

„ნაპოლიმ“ მეორე ნახევარში მეტოქეზე ზეწოლის გაზრდა სცადა, კვარაცხელიაც რამდენიმეჯერ შეტევის გამწვავებას შეეცადა, მაგრამ ანგარიში „ლაციომ“ გახსნა. 

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25-ე ტურის შემდეგ 65 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში