დღეს "დინამო" ბათუმი თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს

03 მარტი 2023, 10:26 751 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართება, "დინამო" ბათუმი შინ თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ბათუმელებმა ჩემპიონატი "შუქურასთან" გამარჯვებით დაიწყეს, ხოლო დედაქალაქელებმა კი "ტორპედოსთან" ფრედ ითამაშეს. ეს შეხვედრა დღეს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ მატჩზე გულშემატკივარი ტრიბუნას დაუბრუნდება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი