დღეს კანადის ქალაქ კალგარიში მსოფლიო ჩემპიონატზე ინგა გურგენიძე იასპარეზებს

01 მარტი 2023, 19:52 696 ნახვა

კალგარიში სტარტს აიღებს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობს 44 ქვეყნის 179 სპორტსმენი, მათ შორის 42 ვაჟი, 47 გოგონა, 14 სპორტული და 31 მოცეკვავე წყვილი. ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ინგა გურგენიძე იასპარეზებს, რომელიც თავისი მოკლე პროგრამით 31-ე ნომრად გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით გაიმართება, რომელზეც საქართველოდან წარმოდგენილი იქნებიან ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი, გრეის ელიზაბეტ ვეინიკი და ეჰორ ბარშაკი. ინგა გურგენიძისა და მოცეკვავე ვეინიკი-ბარშაკის წყვილისათვის მსოფლიო ჩემპიონატი მათ კარიერაში სადებიუტო გამოსვლა იქნება. ვაჟებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში კანადაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე და იულია ლევშუნოვა. სპორტსმენთა დელეგაციას ჩემპიონატზე კალგარში უხელმძღვანელებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში