საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა

25 თებერვალი 2023, 18:02 858 ნახვა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივ გუნდთან მეორე მატჩი გამართა.
სალომე ხუბულურის გუნდმა ერევანში ამჯერადაც დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნა. 49-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, რომელმაც ერთ წუთში დუბლი შეასრულა.

61-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე თინათინ ამბალიამ გაზარდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ დააფიქსირა 86-ე წუთზე გატანილი გოლით. 

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი სომხეთის ნაკრებთა რამდენმე დღის წინ 5:0 მოიგო.

სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 

12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შოტლანდია უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში