ქობულეთში ახალი სტადიონი აშენდება. უკვე დამტკიცებულია ქობულეთის "ჩელე-არენის" განახლების პროექტი, რომლის განხორციელების ზუსტი ვადა ჯერ უცნობია. ცნობილია, ის რომ აჭარაში ორი თანამედროვე, ევროპული მატჩების დონის არენა უნდა იყოს.
არსებული ინფორმაციით, "ჩელე-არენა" დაინგრევა, სანაცვლოდ კი ახალი საფეხბურთო არენა აშენდება, რომელიც გადაიხურება, 8 000 მაყურებელს დაიტევს და ბათუმის სტადიონის ანალოგი იქნება.
ქობულეთის გარდა სტადიონების განახლების პროექტები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და წყალტუბოში განხორციელდება.
მშენებლობა აჭარის მთავრობის იდეა იყო, პროექტს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.