ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გამოეთიშა

22 თებერვალი 2023, 10:13 436 ნახვა

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა და პირველივე წრეში წააგო.

ბასილაშვილი ფრანგ ალექსანდრ მიულერს გაეჯიბრა და მსოფლიოს 170-ე ჩოგანთან 6:7, 7:6, 4:6 დამარცხდა.

მატჩი ორ საათსა და 41 წუთს გაგრძელდა გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს კატარული ტურნირი 2021 წელს მოგებული აქვს, შარშან კი ფინალი ითამაშა.

ორივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი