რეკორდი NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში

20 თებერვალი 2023, 14:10 412 ნახვა

იუტაში NBA-ს   „ოლ სტარი“ გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანისის გუნდები დაუპირისპირდნენ.   შეხვედრა იანისის გუნდის სასარგებლოდ - 184:175 დასრულდა.

გამარჯვებულთაგან 55 ქულა ჩააგდო ჯეისონ ტეიტუმმა, რაც NBA-ს ვარსკვლავთა მატჩების ყველა დროის რეკორდია. ის „ოლ სტარის“ საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.   

40 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს. ლებრონ ჯეიმსის გუნდში ყველაზე მეტი ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო – 35 ქულა, 32-32 ჰქონდათ კაირი ირვინგსა და ჯოელ ემბიიდს. სამქულიანების კონკურსში „პორტლენდის“ კალათბურთელმა დამიენ ლილარდმა გაიმარჯვა, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა, რითაც სტეფ კარის მიერ 2021 წლის რეკორდი გაიმეორა.

ჩატენვების კონკურსი „ფილადელფიას“ კალათბურთელმა მეკ მაკკლანგმა მოიგო, რომელმაც ფინალში მსაჯებისგან მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა მიიღო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში