სანდრო მამუკელაშვილი საუკეთესოებში შეიყვანეს

17 თებერვალი 2023, 15:52 546 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ მძიმე ფორვარდი, 23 წლის სანდრო მამუკელაშვილი ენბიესი-ის ჯი ლიგის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა და შესაბამისად, ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს.ის ჯი ლიგაში ვისკონსინ ჰერდის ღირსებას იცავს. სანდრო პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ოლ სტარის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი