ტრიბალ ფუტბოლი წერს, რომ ინგლისის პრემიერლიგის გუნდი "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ქართველი შემტევის აგენტი მამუკა ჯუღელი აცხადებს, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.