ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა

16 თებერვალი 2023, 09:39 860 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა. ''დორტმუნდმა'' ლონდონის ''ჩელსის'' უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარხა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, მიუხედავად იმისა რომ ლონდონელები უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლოთ, გამარჯვება გერმანელებს დარჩათ.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კარიმ ადეიემიმ დაასრულა.

დღის მეორე მატჩში კი ''ბრიუგე'' შინ ლისაბონის ''ბენფიკასთან'' 0-2 დამარცხდა. 51 -ე წუთზე ჟოაო მარიომ პენალტიდან ანგარიში გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე დავიდ ნერეშმა საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა და პორტუგალიელებმა საპასუხი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მიიღეს.

  • ორივე შეხვედრის განმეორებითი დაპირისპირება 8 მარტს გაიმართება.

დღეს კი გულშემატკივრებს ევროპისა და კონფერენს ლიგის ფლეიოფის მატჩები ელოდება. ამ ტურნირების ეგიდით რამდენიმე საინტერესო მატჩიც შედგება .

  • ''ბარსელონა'' - '' მანჩესტერ იუნაიტედი'';
  • ''აიაქსი'' - ''უნიონ ბერლინი'';
  • ''იუვენტუსი'' - ''ნანტი'';
  •  ''სევილია'' - ''პსვ'' ''ლევერკუსენი'' - ''მონაკო'.

გიორგი წიტაიშვილის და ნიკა კვეკვესკირის ''ლეხი'' კონფერენს ლიგის ფელიოფში გასვლაზე ''ბოდო/გლიმიტს'' ესტუმრება. ლუკა გუგეშაშვილის ''ყარაბაღი'' შინ ''გენტს'' უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში