სოციალურ მედიაში „პროვოკაციული“ პოსტებისთვის თურქეთში 4 ადამიანი დააკავეს

07 თებერვალი 2023, 14:50 635 ნახვა

თურქეთში  7.8 მაგნიტუდის მასშტაბური  მიწისძვრის შემდეგ სოციალურ ქსელებში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების გამო პოლიციამ  ოთხი ადამიანი  დააკავა.   ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა  იპოვეს ანგარიშები, რომლებზეც გაზიარებული  პროვოკაციული პოსტები მოსახლეობაში შიშისა და პანიკის გავრცელებას ისახავდა მიზნად  - აცხადებენ პოლიციაში.      

თურქულ სოციალურ მედიაში სჭარბობს  იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც მათ რაიონში,  განსაკუთრებით ჰატაიში სამძებრო-სამაშველო ძალისხმევის ნაკლებობას უჩივიან. პოლიცია აცხადებს, რომ დგინდება იმ მოქალაქეების მისამართი და ადგილმდებარეობა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

თურქეთის ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  სოციალური მედიის პოსტებზე კონტროლი გაამკაცრა, რის გამოც  მას  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი