თურქეთში მიწისძვრამ სულ მცირე 2300 ადამიანი იმსხვერპლა

06 თებერვალი 2023, 19:47 730 ნახვა

თქვენ ახლა კადრში ხედავთ ფოტოს, სადაც ნანგრევებში მოყოლილი 5 წლის ზეფარას ხელი ჩანს, რომელიც მის მამას უჭირავს. მამა მოკლე მკლავიანი მაისურით 12 საათის განმავლობაში, თოვლსა და ქარბუქში ნანგრევებში მოყოლილ შვილს ხან სიმღერით და ხან სახალისო ისტორიებით ამხნევებდა. საბედნიეროდ მოზარდი სრულიად უვნებელი გამოიყვანეს ნანგრევებიდან, ფოტო კი მსოფლიოს ყველა მედიაში მოხვდა. ძლიერი მიწისძვრა დილით 04: 17 წუთზე დაიწყო, თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 2300 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთში  დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათას 14 ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული. სირიაში დაღუპულთა რიცხვი ახლა 783-ს შეადგენს, იტყობინება სააგენტო ფრანს პრესი.  საერთო ჯამში სტიქიამ სულ მცირე  ათას 797-მდე ადამიანი იმსხვერპლა.  ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მათ გადასარჩენად მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. იყო მეორე მიწისძვრა, რომელიც თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში მოხდა, რამდენიმე საათის შემდეგ,  ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ.  მეორე მიწისძვრა სატელევიზიო ჯგუფის მიერ  მალათიაში  სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში მოხდა.  16  საათი  დამანგრეველი მიწისძვრიდან - ვნახოთ რეპორტაჟი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი