უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლის მიზნით კიევში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ

27 იანვარი 2023, 10:55 518 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლისთვის კიევში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. ვიქტორია ნულანდის თქმით, ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ამასთან, აღნიშნა რომ შტატები განაგრძობს უკრაინის დახმარებას რეფორმებისა და ანტიკორუფციული ზომების გატარებაში.

ვიქტორია ნულანდმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ მზადაა, შეამსუბუქოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი