ქართველი ძიუდოისტები პორტუგალიით იწყებენ

27 იანვარი 2023, 10:11 498 ნახვა

დღეს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოში წლის პირველი შეჯიბრება გაიმართება. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს სახელით ჯამში 6 ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრებაზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.

2021 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი, დიდ ტურნირზე იასპარეზებს. ის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა. ალმადაში 78 ქვეყნის 531 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შარშან საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (გიორგი ბერიაშვილი).

დღეს 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი, იპოლიტე აქუბარდია და გიორგი თუთაშვილი დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი