უეფას სუპერთასი ყაზანის ნაცვლად ათენში გაიმართება

26 იანვარი 2023, 10:50 606 ნახვა

უეფა რუსეთის დასჯას აგრძელებს. 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ყაზანის  ნაცვლად ათენში გაიმართება.

შეხვედრა 16 აგვისტოს, საბერძნეთის დედაქალაქში, არენა "გეორგიოს კარაისკაკისზე" ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება.

ტიტული ყველაზე მეტჯერ, ხუთ-ხუთჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული.

შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტი 2:0 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი