გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა-ლიგაში ისევ ვერ მოიგო

24 იანვარი 2023, 13:46 458 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ალმერიას“ უმასპინძლა და მატჩი 2:2 დასრულდა.საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიელთა“ ძირითად შემადგენლობაში იყო.

მამარდაშვილს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა  44-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა – გიორგიმ  დარტყმის მიმართულება გამოიცნო, რამაზანმა კი ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „ვალენსია“ პირველად 48-ე წუთზე კლუივერტის გოლით დაწინაურდა, „ალმერიამ“ წონასწორობა 54-ე წუთზე ჩუმის გოლით აღადგინა.

კიდევ ერთხელ იყო „ვალენსია“ წინ გასული როდესაც 65-ე წუთზე გოლი გაიამ გაიტანა, ალმერიამ კი ისევ მალევე 74-ე წუთზე მამარდაშვილის კარი ფრანსისკო პორტილიომ აიღო.

საბოლოოდ, ეს დაძაბული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. „ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი