ზელენსკის ინტერვიუ გერმანულ ტელეარხთან

23 იანვარი 2023, 11:01 460 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას ათასი ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის. მისი თქმით, ისინი მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ღირებულებებისთვის ბრძოლისთვის მოტივაციას აძლევენ.

ზელენსკის თქმით, ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ აპირებს ტანკების გამოყენებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში