რუსეთის ნაკრები და კლუბები შესაძლოა ევროტურნირებზე დააბრუნონ

23 იანვარი 2023, 14:15 517 ნახვა

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს და რუსულ კლუბებს, შესაძლოა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაუბრუნონ. 24 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები უეფას შეხვდებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ, განცხადებას თავად რუსეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები და კლუბები ფიფამ და უეფამ ევროტურნირებიდან 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მოკვეთეს. გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ფიფას და უეფას მოუწოდებენ, რუსეთი ევროტურნირებზე არ დააბრუნოს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი ევროპული ფეხბურთის მესვეურების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი