შერმადინმა და მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში ეფექტური გამარჯვებები მოიპოვეს

22 იანვარი 2023, 13:41 544 ნახვა

ესპანეთის ეი-სი-ბი ლიგის მორიგ ტურში ლენოვო ტენერიფემ რეალ ბეტისს უმასპინძლა და 88-ით 64 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა, ამ პერიოდში მან 11 ქულა, 5 მოხსნა, და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი ხაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც 21 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ამ გამარჯვებით "ტენერიფე" 26 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ რეალს და ბარსელონას ჩამორჩება.

შემდეგ შეხვედრას" ტენერიფე" 28 იანვარს "ფუენ-ლა-ბრადას" წინააღმდეგ გამართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი