მსოფლიოს ჩემპიონს და ვიცე-ჩემპიონს, ევროპის სამგზის ვიცე-ჩემპიონს და ბრინჯაოსმედალოსანს, ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორს ბექა ლომთაძეს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანს ზურაბ იაკობიშვილს და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ევროპის ექვსგზის მესამეადგილოსანს, ევროპული თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელს, ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანს ელიზბარ ოდიკაძეს ხალიჩაზე ვეღარ ვიხილავთ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა ლიდერმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. მიმდინარე წელს პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება და ეროვნული გუნდისთვის, ამ ტრიოს წასვლა დიდი დანაკლისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მხოლოდ სამი ფალავნით იყო წარმოდგენილი და ამათგან მხოლოდ ერთმა, გენო პეტრიაშვილმა მოახერხა მედლის აღება.