ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართა

19 იანვარი 2023, 11:19 397 ნახვა

სიტუაცია ფრონტის ხაზზე რჩება მძიმე, განსაკუთრებით დონბასში, აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი და მას  "ყველაზე სასტიკი და პრინციპული ბრძოლების ეპიცენტრს"  უწოდებს.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს, სადაც ზეწოლა მოახდინა დასავლელ მოკავშირეებზე და მათ შეიარაღების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. 

ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში