21-28 იანვარს იტალია ევროპის ზამთრის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მასში საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში 8 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
დღეს ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ფესტივალი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
ოლიმპიადაში სულ 47 ქვეყანა მონაწილეობს და 13 ოლიმპიური სახეობა იქნება წარმოდგენილი.