საქართველოს თასი - „ბათუმი“ VS „მეგა“

18 იანვარი 2023, 10:16 402 ნახვა

საქართველოს თასის გათამაშებაში საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ თბილისის „მეგას“ უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 103:95 დასრულდა. ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 8 ქულაზე მეტი სხვაობით მოგება სჭირდებათ.

აქვე გეტყვით, რომ სამი მეოთხედფინალისტი უკვე გაირკვა. ესენია თსუ, ოლიმპი და ქუთაისი. გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელთა მეტოქე სწორედ ქუთაისი იქნება.

დარჩენილი ოთხი გუნდი კი ტიტულს ოთხთა ფინალის პრინციპით გაითამაშებს. მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში 16 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმი“ საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში