„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო

16 იანვარი 2023, 10:28 336 ნახვა

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალი“ 3:1 დაამარცხა.  ჩავის გუნდმა კარლო ანჩელოტის გუნდს ყველა კომპონენტში   აჯობა  და  3:1 გაიმარჯვა.  გოლი და ორი საგოლე პასი 18 წლის გავის ანგარიშზეა.    

ესპანელმა  ნახევარმცველმა ჯერ რობერტ ლევანდოვსკის პასით  გაიტანა,   შემდეგ კი პოლონელ ფეხბურთელს თავად გაატანინა. 69-ე წუთზე გავიm კიდევ ერთხელ, ამჯერად პედრის გაუკეთა საგოლე გადაცემა. "ბარსელონამ" სუპერთასი მე-14-ედ მოიგო, რაც რეკორდია. "რეალს" 12-ჯერ აქვს მოგებული.

ხავიმ მწვრთნელის რანგში "ბარსაში" პირველი ტიტული მოიგო. ანჩელოტიმ 2010 წლის შემდეგ პირველად წააგო ფინალი. "რეალმა" კი კარში პირველად 70-ე წუთზე დაარტყა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში