ირმა ხეცურიანის ოქრო-ვერცხლი ვაშინგტონიდან

16 იანვარი 2023, 10:24 454 ნახვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა შეჯიბრებაზე რაპირით ასპარეზობისას ჯერ ინგლისელ ჯასტინ მურს მოუგო 15:3, ნახევარფინალში ფრანგი სოფი საბლონი დაამარცხა 15:4, ფინალში კი ტაილანდელ საისუნ იანასთან წააგო 15:10 და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.

ტურნირის მეორე დღეს ხეცურიანმა ხმლით ასპარეზობაში ყველა მეტოქე დაამარცხა და ვაშინგტონის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა. ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილმა კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი