კალიფორნიის სონომას ოლქში მაშველებმა წყალდიდობის შედგად ჩაძირულ ავტომობილში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სონომას ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, 3 მეტრის სიღმეზე ჩაძირული ავტომობილი დატბორილ ქალაქ ფორესტვილში მაშველებმა ოთხშაბათს დილას აღმოაჩინეს.
ავტომობილი 43 წლის მძღოლთან ერთად წყალმა ძლიერი წყალდიდობის დროს გაიტაცა. წლის დასაწყისიდან კალიფორნიაში ძლიერი შტორმული ქარისა და წყალდიდობის შედეგად სულ 17 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და შეფერხებულია ენერგომომარაგება.
სტიქიის გამო მთელი ქალაქების ევაკუაცია მოხდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, კალიფორნიაში უხვი ნალექი, ღვარცოფისა და მეწყერის საფრთხე მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.