კრიშტიანო რონალდო ''ალ-ნასრში'' ოფიციალურად წარადგინეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პრეზენტაციას სტადიონი სრულიად შევსებული იყო.
მანამდე კი რონალდომ პრესკომფერენცია გამართა, სადაც განაცხადა რომ ევროპაში დასამტკიცებელი არაფერი დარჩა და აზია მისთვის ახალი გამოწვევაა.
''ევროპაში ჩემი თამაში დასრულებულია.
ევროპაში ვთამაშობდი უდიდეს კლუბებში და ყველა რეკორდი მოვხსენი - მინდა აქაც მოვხსნა ზოგიერთი.
ჩემი კონტრაქტი ,,al-nassr"-თან უნიკალურია, რადგან უნიკალური მოთამაშე ვარ. ეს ჩემთვის დასასრული არ არის. ბევრი ადამიანი აფიქსირებს თავის აზრს, მაგრამ მათ არაფერი იციან ფეხბურთის შესახებ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ვიცი, რომ ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანია, რადგან ბევრი თამაში მინახავს". - განაცხადა რონალდომ
რონალდომ ''ალ-ნასრთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.