საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დააჯილდოვა

26 დეკემბერი 2022, 11:48 644 ნახვა

საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამა და კლუბის საუკეთესო მოჭადრაკეები, მწვრთნელები და მსაჯები დააჯილდოვა. ნომინანტთა შორის მოხვდნენ ღია საახალწლო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები და პრიზიორები. ასევე ის მოჭადრაკეები, რომლებმაც ტრადიციულ ონლაინ ტურნირებში გაიმარჯვეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს როგორც რაპიდში, ასევე ბლიცში. ბლიცში გამარჯვებულები ალექსანდრე რუხაძე და მარიკა გაბაიძე გახდნენ, რაპირდში კი გიორგი ჭანტურიამ და ანა მალაზონიამ გაიმარჯვეს. 2022 წელს საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრებმა საერთაშორისო რანგის 71 ტურნირზე იასპარეზეს, სადაც მოიპოვეს სხვადასხვა სინჯის 136 მედალი, ეროვნულ ჩემპიონატში - სამი, რეგიონულ და საქალაქო ტურნირებზე კი შესაბამისად, - 46 და 38.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი