თორნიკე შენგელია ევროლიგაზე ყოფილ კლუბთან დამარცხდა

23 დეკემბერი 2022, 13:00 434 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის მე-15 ტურში „ბასკონიას“ ესტუმრა და 11 ქულით დამარცხდა. შენგელიამ პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. „ბასკონიამ“ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და თორნიკეს მიესალმა: ნახეთ, ვინ დაბრუნდა ბუესა არენაზე, კეთილი იყოს შენი მობრძანება. შენგელიას გუნდს 15 ტურში 6 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა, რის გამოც „ვირტუს ბოლონია“ მე-15 ადგილზეა ჩამოქვეითდა. იტალიელები მომდევნო ტურში თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში