მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცემა „გოლმა“ “ოქროს ბურთი 2023”-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. ლიდერი კვლავ ლეო მესია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ერთი ადგილით დაქვეითდა, რაც ათეულში არგენტინელი ალვარესის შესვლამ გამოიწვია. ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინ ჰოლანი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუსი, კევინ დე ბრუინი, ხულიან ალვარესი, მოჰამედ სალაჰი და ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ოქროს ბურთი შვიდჯერ აქვს მოგებული.