აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება

20 დეკემბერი 2022, 20:21 1041 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის მორიგი ტრადიციული გათამაშება 11 წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის. შეჯიბრებაში კლუბი „ბათუმი“, „ბასკო-2019“, ქუთაისის „დინო-ბასკეტი“,და „თბილისი-ბასკეტი“ მონაწილეობდნენ. სამდღიანი ასპარეზობის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ფინალში „თბილისი-ბასკეტმა“ კლუბი „ბათუმი 85:52 დამარცხა. მესამე ადგილზე „დინო-ბასკეტი“ გავიდა, რომელმაც „ბასკოს“ მოუგო. გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: ვაჟა სოლომონიძე - „ბასკო“, გური ობოლაძე - „დინო-ბასკეტი“, „თბილისი-ბასკეტი“ - დათა ბოისა, ლაზარე ხარაბაძე და იუზგარ სარიციოღლი „ბათუმი“. ტურნირის ემვიპი გახდა „თბილისი ბასკეტის“ მოთამაშე გიორგი გასიტაშვილი. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. დააჯილდოვეს ასევე ტურნირის ყველაზე პატარა მოთამაშეებიც. ორგანიზატორთა თქმით, აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება სამომავლოდ საერთაშორისოს სტატუსს მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი